Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სუხიშვილები” ევრონიუსის ფოკუსში

11 თებერვალი, 2017

"სუხიშვილები" ევრონიუსის ფოკუსშიქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის “ევრონიუსის” ფოკუსში მოხვდა.

როგორც გამოცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ანსამბლი უკვე 70 წლისაა და არსებობის განმავლობაში გაუძლო კომუნისტურ რეჟიმს, ცივ ომს, საბჭოთა კავშირის დანგრევას, საქართველოს სამოქალაქო ომებს და ახლაც დიდი ტრიუმფით გამოდის მსოფლიოს წამყვან სცენებზე.

ანსამბლის გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მისმა ოჯახმა ქართული ცეკვა პოპულარობის ზენიტში აიყვანა:

“არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც ხალხური ცეკვები ისეთივე პოპულარულია, როგორც საქართველოში. ეს კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ქვეყნის იდენტურობის შესანარჩუნებლად.”