Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რუსთავი 2-მა” მაუწყებლობა შეწყვიტა

17 თებერვალი, 2017

"რუსთავი 2-მა" მაუწყებლობა შეწყვიტატელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეწყვიტა.

არხის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, “კურიერის” წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა:

“ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს. თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ ვეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. ამ წუთიდან რუსთავი 2 გადადის საპროტესტო მაუწყელობაზე.”

“რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი საკუთარი უფლებების დაცვაა.