Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რა ელის პროექტს “გააგრძელე საქართველოს ისტორია”?

26 თებერვალი, 2017

რა ელის პროექტს "გააგრძელე საქართველოს ისტორია"?მწერლისა და დრამატურგის გურამ ქართველიშვილის ავტორობით განხორციელებული პროექტი “გააგრძელე საქართველოს ისტორია” მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა.

ერთგული მაყურებლის სიუხვის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მისი დახურვის ვერსია გააჟღერა.

დღეს პირველი არხის ეთერში “გააგრძელე საქართველოს ისტორიას” ბოლო XIV სერია გავიდა:

“ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო, მადლობელი ვართ ასეთი მხარდაჭერისთვის. ვინ-ვინ და მე და ჩემი ჯგუფი ყველაზე უკეთ ვხედავთ იმ ნაკლსაც, რომელიც ამ სერიალს ახლავს. მერწმუნეთ, ეს გადასაღები ვადის კატასტროფული სიმცირის და სახსრების ნაკლებობით არის გამოწვეული. ამიტომაც ვერ შევძელით უფრო მძაფრი სცენების გადაღება.

P.S. ამ კვირაში საზ. მაუწყებლის ბორდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაფინანსდება თუ არა “გააგრძელე საქართველოს ისტორია”. ბორდი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ეს პროექტი ქართულ ტელესივრცეში.
პატივისცემით, გურამ ქართველიშვილი”