Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რამდენი ხნით გავაჩეროთ კულტურა საქართველოში?”

3 თებერვალი, 2017

"რამდენი ხნით გავაჩეროთ კულტურა საქართველოში?"– მოვითხოვ, გამოაქვეყნოთ სია, თუ ვის რამდენი მოაჭერით, წაართვით, ვის უყიდეთ სქელი და ვის წვრილი ქამრები შემოსაჭერად!!!! თუ ასე გაუჭირდა ქვეყანას და ასე დავიქეცით, გვითხარით და ჩვენ 5 მილიონს ნუ იხდით საერთო ჯიბიდან “აეროსმიტში”! – აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე:

“როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი “პატივისცემა” კულტურის სამინისტროს მიმართ, როდესაც იმის მერე, რაც ჩვენ მოგვაჭერინა ქამრები, ახლა ახალი “საჩუქარი” მოგვართვა:

1. სრულიად გააუქმა სადადგმო ხარჯები თეატრებისთვის!!!! სადაც გინდათ იქ წადით, როგორც გინდათ ისე დადგით სპექტაკლებიო!

2. ფესტივალს “საჩუქარი” დაუტოვა 450 000, რაც პრაქტიკულად მის დახურვას ნიშნავს!

სამაგიეროდ 5 მილიონად ჩამოჰყავს “აეროსმიტი”!!!!!!!!!

თქვე დალოცვილებო, ერთადერთი კულტურა გაქვთ გარეთ გასატანი და რატომ კლავთ, რატომ?
თუ ეს მხოლოდ ჩვენ თეატრზე და ჩვენს ფესტივალზე ვრცელდება?

ბატონო მინისტრო, 2017 წლის ჯაზ-ფესტივალებისთვის რამდენი გაქვთ გათვალისწინებული?
თქვენს გამინისტრებამდე რომ თუმანიშვილის თეატრში ფეხი არ დაგიდამთ, მოვინელებთ, მაგრამ რისი მინისტრი ბრძანდებით, თუ თქვენი სამინისტროს არც ღირსებას იცავთ და არც იბრძვით მის გადასარჩენად?

მოვითხოვ, გამოაქვეყნოთ სია, თუ ვის რამდენი მოაჭერით, წაართვით, ვის უყიდეთ სქელი და ვის წვრილი ქამრები შემოსაჭერად!!!!

თუ ასე გაუჭირდა ქვეყანას და ასე დავიქეცით, გვითხარით და ჩვენ 5 მილიონს ნუ იხდით საერთო ჯიბიდან “აეროსმიტში”!

ფილმების გადაღების, სპექტაკლების დადგმის და მუშაობის მეტი, რომელსაც ასეთი აღიარება აქვს ყოველი ჩვენებისა თუ გასტროლის შემდეგ თქვენივე სათაყვანებელ დასავლეთში, ჩვენ არაფერი ვიცით!

ამ უბედურების მერე, რაც თქვენ დროს დაგვატყდა, არ უნდა გადადგეთ?
ეს რაც ხდება და რაზეც ხელს აწერთ, მოგწონთ????

მოდით, პრემიერ მინისტრთან შევხვდეთ ყველანი და იქნებ მან აგვიხსნას, როგორ და რამდენი ხნით გავაჩეროთ კულტურა საქართველოში?????”