Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მორიგი ქორეოგრაფიული კრიმინალი!”

21 თებერვალი, 2017

"მორიგი ქორეოგრაფიული კრიმინალი!"ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ქართული ცეკვის დაცვას მოითხოვს და გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კულტურის სამინისტროში სპეციალური განყოფილება, რომელიც მაქსიმალურად გააკონტროლებს ქართული ცეკვის მოპარვის და მითვისების ფაქტებს.

დავით ფოცხიშვილი:

“მეგობრებო, მორიგი ქორეოგრაფიული კრიმინალი! შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში.

თითქმის ყველაფერი ქართულია… ნუ დაგავიწყდებათ ეს კონცერტი ტარდება “ბრუსელში” ერთ-ერთ პრესტიჟულ დარბაზში და ნახეთ რამხელა აუდიტორია ესწრება! ფარცაკუკუზე და ჯუმბერას ფოხანზე კი არ უნდა ვიდავოთ, აი, ეს არი ქართველების XXI საუკუნის საბრძოლო თემა…. ჯერ იყო სომხებმა “დაისი” სომხურიაო და ეხლა, აი, კიდევ ახალი პრობლემა…

მალე ქართული ცეკვა აღარ იქნება მიმზიდველი მსოფლიოსთვის ისე გააფარჩაკეს და მიწასთან გაასწორეს… ეს არ არის კარგი ფაქტი, ხალხო!

საუკუნის შემდეგ ძალიან სადავო თემა იქნება ქართული ცეკვა…

რაღაც განყოფილება უნდა შეიქმნას კულ,სამინისტროში, სადაც პირდაპირ წავა ბრძოლა ამდაგვარი კრიმინალის….

უყურეთ და გულთან ნუ მიიტანთ!”