Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიშო სულუხია დახმარებას ითხოვს

13 თებერვალი, 2017

მიშო სულუხია დახმარებას ითხოვს“მეგობრებო, ჩემგან ნაკლებად თუ გაგიგონიათ პრობლემებზე, ან ნეგატივზე საუბარი, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თქვენი თანადგომა რეალურად მჭირდება,” – აცხადებს ახალგაზრდა მომღერალი მიშო სულუხია და დახმარებას ითხოვს.

მიშოს დედას მაია მილორავას საზღვარგარეთ გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. 22 თებერვალს ფილარმონიის ივენთ ჰოლში, მომღერლის დედის დასახმარებლად ცოცხალი მუსიკის საღამო გაიმართება. მიშოს და მაიკოს თანადგომისთვის მისი კოლეგები და მეგობრები იბრძოლებენ, რომ საჭირო თანხა შეგროვდეს.

– დავეხმაროთ მიშოს დედას, რომ გადარჩეს! – ასეთია კონცერტის დევიზი.

ივენთ ჰოლში შეკრებილი მსმენელისთვის იმღერებენ ნიაზ დიასამიძე, სტეფანე, მიშო სულუხია, ჯგუფები NIUTONE, LOUDSPEAKERS, YANG GEORGIAN LOLITAZ. კონცერეტის სპეციალური სტუმარი ნინო ქათამაძე.

ბილეთის ფასი 20 ლარია. საფასურში შედის AFTER PARTY-ზე დასასწრები მოსაწვევი.