Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იცით ქართული თოჯინების ისტორია?

22 თებერვალი, 2017

იცით ქართული თოჯინების ისტორია?საქართველოში თოჯინებს დიდი და მეტად საინტერესო ისტორია აქვთ. ხელოვნების სასახლეში ქართველ მეფეთა და დედოფალთა თოჯინების უნიკალური კოლექცია ინახება.

გადმოცემის მიხედვით ამ პატარა არსებებს არამხოლოდ გასართობად, არამედ სხვადასხვა განსაკუთრებული მიზნებისთვისაც იყენებდნენ. ქართული ოჯახები თოჯინებს ხან გამრავლებას, ხან ბუნების ძალთა გამგებელ “ღვთაებათა” გულის მონადირებას, ხან დარს და ხანაც წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ.

ამიტომაც ისინი ოდითგანვე ქართული ოჯახისათვის მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდნენ.

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეთათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პატარებს საოცარი თავგადასავალი ელოდებათ. მათ საშუალება ეძლევათ მუზეუმში დაცული მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინები იხილონ და მიღებული შთაბეჭდილებებით საკუთარი კუკნები შექმნან.

საგანმანათლებლო–შემეცნებითი საბავშვო პროგრამის „კუკნები – ქართული თოჯინის ისტორია“ ფარგლებში:

1. ბავშვები დაათვალიერებენ თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეს, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

2. გაეცნობიან მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურებენ საინტერესო სამყაროში, დაათვალიერებენ 5 მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები.

3. მონაწილეები მოისმენენ ქართული თოჯინის ანუ კუკნას ისტორიას.

4. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. მუზეუმში დაცული მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინების ხილვის შემდგომ ბავშვები საკუთარი ხელითა და იმპორვიზაციით დაამზადებენ ახალ კუკნებს.

5. პროგრამის მიზანია დავაინტერესოთ ბავშვები მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით, გავაცნოთ ქართული ტრადიციული თოჯინების საინტერესო ისტორია, ხელი შევუწყოთ გამოიმუშავონ ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პროგრამა განკუთვნილია: სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-30
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 4 ლარი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: +995 (32) 95-36-86 მობ: 593-11-33-91
მის. „ხელოვნების სასახლე“ ი. კარგარეთელის ქ.N6