Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თემო არაბიძე საავადმყოფოში მოხვდა

9 თებერვალი, 2017

თემო არაბიძე საავადმყოფოში მოხვდასახალხო პროექტის “ნიჭიერი” გამარჯვებული თემო არაბიძე საავადმყოფოში მოხვდა.

მოცეკვავე, რომელსაც სრულიად საქართველომ ნდობა გამოუცხადა და “ნიჭიერის” გამარჯვებულის ტიტული მიანიჭა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წევს.

თემოს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთდა. მდგომარეობა ცოტა გართულდა, თუმცა ახლა მოცეკვავე თავს კარგად გრძნობს.

როგორც თემომ განაცხადა, ოპერაცია იმისთვის გაიკეთა, რომ თავისი საყვარელი საქმე აკეთოს და ცეკვა შეძლოს.