Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელჩი თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში

9 თებერვალი, 2017

ელჩი თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში“არტ ინფო” უკვე წერდა, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია. მათი პრობლემები – ავარიული შენობა და გაუსაძლისი პირობები ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა კარგად იცის.

თეატრის დასს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წლების განმავლობაში, ჩამონგრეულ კედლებში უხდება მუშაობა. თუმცა, აზერბაიჯანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, დურსუნ ჰასანოვის სტუმრობის შემდეგ, თეატრში იმის იმედი გაჩნდა, რომ მათ ყურადღებას მიაქცევენ.

ახლადდანიშნულმა ელჩმა დაათვალიერა შენობა, ნახა თუ როგორ პირობებში უწევთ თეატრის თანამშრომლებს მუშაობა. დურსუნ ჰასანოვმა, მადლობა გადაუხადა კოლექტივს, რომ მრავალი წლის მანძილზე ავარიული შენობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, თეატრში მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

ელჩმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე და დირექტორის მოადგილე დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებში ნამიკ გაჯიევი საელჩოში დაიბარა, რომ ერთად განიხილონ თეატრის პრობლემები და სამომავლო გეგმები.