Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გვიანი შუადღე” დაიხურა

17 თებერვალი, 2017

"გვიანი შუადღე" დაიხურატელეკომპანია GDS-ზე გადაცემა “გვიანი შუადღე” დაიხურა. დღეს გადაცემის წამყვანებს გამოსამშვიდობებელი ეთერი ჰქონდათ.

„გვიანი შუადღე GDS-ზე“ მაყურებელს ყოველდღიურად სთავაზობდა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს, საინტერესო სიუჟეტებს, ინტერვიუებს და ვიდეომასალას. გადაცემის წამყვანებთან ერთად თემებზე სტუდიაში მოწვეული სტუმრებიც საუბრობდნენ.

,,გვიანი შუადღე GDS”-ის წამყვანებმა სალომე არშბამ, დათო ევგენიძემ, ელენე კალანდაძემ, მაკო მჭედლიშივილმა მაყურებელს ბოლო გზავნილი გაუგზავნეს – მათ მომღერალ გიორგი მახარაშვილთან ერთად დათო ევგენიძის მიერ დაწერილი სიმღერა “ციდან ცვივა ნოტები” შეუსრულეს.

გადაცემის დახურვის მიზეზი არხზე მიმდინარე რეორგანიზაციაა.