Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაიცანით „ორი მუზის მსახურნი“

25 თებერვალი, 2017

გაიცანით „ორი მუზის მსახურნი“შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ სახელოვნებო სფეროში უკვე მესამე წელია არა ერთ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს.

ამჯერად, წარმოგიდგენთ ღონისძიებას „ორი მუზის მსახურნი“ – იგი თეატრისა და ლიტერატურის სინთეზს წარმოადგენს და მასზე წარმოდგენილნი იქნებიან მსახიობები, რომლებიც ქმნიან პოეზიას.

ღონისძიება გაიმართება 28 თებერვალს 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში (ლ. გუდიაშვილი ქ. N 7).

დღეს, როცა იზრდება დაინტერესება თავისუფალი ლიტერატურული პროცესებისადმი და ჩნდება ალტერნატიული საშუალებები, რათა ამ პროცესების და ნიმუშების გაცნობა გასცდეს ვიწრო ლიტერატორთა სივრცეებს და ფართო აუდიტორიასთან გამართოს დისკურსი, პრიორიტეტულად მიგვაჩნია, რომ წარმოვაჩინოთ ის პიროვნებები, რომლებიც პირველადი პროფესიით არ არიან სამწერლო სფეროს წარმომადგენლები, თუმცა მათი ლიტერატურული ნამუშევრები საინტერესოა როგორც უშუალოდ სახელოვნებო/სამწერლო თვალსაზრისით, ასევე სოციო-კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისიწნებით.

ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ქართული თეატრის ცნობილი და ახალგაზრდა წარმოამდგენელები, მსახიობები, რომლებიც პროფესიული საქმიანობის პარალელურად ქმნიან ლექსებს. ეს იქნება პირველი შემოქმედებითი საღამო, სადაც წარმოდგენილი იქნება 15 თანამედროვე მსახიობის პოეტური და ლირიკული ნიმუშები.

მსახიობები თავად წარადგენენ და წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს. ასევე მოეწყობა მათი ლექსების კრებულების გამოფენა-წარდგინება. საღამოზე ასევე იქნება წარმოდგენილი XX საუკუნის ქართული თეატრის 4 წარმომადგენლის – უშანგი ჩხეიძის, აკაკი ვასაძის, გია ფერაძისა და ჯემალ მონიავას ლიტერატურული შემოქმედება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მაესტრო ამირან შალიკაშვილი /პანტომიმის თეატრი/, ქეთევან კიკნაძე /კოტე მარჯანიშვილის თეატრი/, თამარ ჯოხაძე /შოთა რუსთაველის თეატრი/, დარეჯან ჯოჯუა /მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი/, მარინა ხარჩილავა /ახმეტელის თეატრი/, გიორგი ზანგური /თავისუფალი თეატრი/, ლაშა ჩხვიმიანი /თავისუფალი თეატრი/, ოლეგ მჭედლიშვილი /გრიბოედოვის თეატრი/, ნინო საკანდელიძე /ბათუმის სახელმწიფო თეატრი/, ნოდარ დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრი: ასმათ ქურციკიძე, ქეთი ქიტიაშვლი, ნიკუშა ფაიქრიძე, თორნიკე ჩიხლაძე, თამარ ადამია.

ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია.