Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბედიის მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია

12 თებერვალი, 2017

ბედიის მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშიააფხაზეთში მდებარე X საუკუნის ბედიის მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია.

Instagram-ზე ოჩამჩირეში მდებარე ეკლესიაში გადაღებული კადრები აფხაზმა მომხმარებელმა გაავრცელა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ქართულ მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებს. ბედიის მონასტერში დაზიანებულია ფრესკები. კადრებში თვალნათელია, რომ სოხუმი ქართული კულტურული ძეგლების მიზანმიმართულ ნგრევას კვლავაც აქტიურად განაგრძობს.

X საუკუნის ქართული მონასტრის აგება ისტორიული ცნობების თანახმად, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III ბაგრატიონის სახელთან არის დაკავშირებული. ბედიის სამონასტრო კომპლექსი ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს. მასში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილია გაერთიანებული.

ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

მონასტერში დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი – დედოფალი გურანდუხტი.

ბედიის მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია

ბედიის მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია