Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“აქამდე თავს ვიკავებდი…”

13 თებერვალი, 2017

"აქამდე თავს ვიკავებდი..."მუსიკოსი ჭაბუკა ამირანაშვილი დუმილს არღვევს. ის იმ დოკუმენტს ასაჯაროვებს, რომელიც მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების საავტორო უფლებების მტკიცებულებას წარმოადგენს.

წლების წინ მუსიკოსს იმის მტკიცება მოუწია, რომ მუსიკალური კომპოზიციები ცეკვებისთვის „ზეკარი“, „ჯუთა“, „სამანი“ და „გადი–გამოდი“ მისი შექმნილია. ჭაბუკა ამირანაშვილსა და სუხიშვილებს შორის არსებული უთანხმოების დასრულებისთვის, მუსიკოსმა საავტორო ჰონორარის გადახდა ან ამ კომპოზიციების „სუხიშვილების“ რეპერტუარიდან ამოღება მოითხოვა.

თავის მხრივ „სუხიშვილების“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ჭაბუკა ამირანაშვილი ანსამბლში მუშაობის პერიოდში, სხვა მუსიკოსებთან ერთად იღებდა მონაწილეობას კომპოზიციების შექმნაში, რისთვისაც მან შესაბამისი ანაზღაურება მიიღო.

თუმცა როგორც ჩანს, თემა ამოწურული არ არის და ამ საკითხზე დავა კვლავ მიმდინარეობს. მუსიკოსმა ოფიციალურად გამოაქვეყნა “საქპატენტის” მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპოზიციებზე “ზეკარი“, „ჯუთა“, „სამანი“, „გადი–გამოდი“ და “სვანური” საავტორო უფლება სწორედ ჭაბუკა ამირანაშვილს ეკუთვნის.

ჭაბუკა ამირანაშვილი:

“ამას ვდებ იმიტომ, რომ აღარ ილაპარაკოთ უაზროდ. ყველამ უნდა იცოდეს და განსაკუთრებულად მომავალმა თაობამ, ვინ ვინ არის და ვინ რა შექმნა.

ჩემი თაობა ენაგადაყლაპულივით უყურებდა ყველაფერს და არ მომწონდა. იმის შემდეგ, რაც დღეს ვიკამათე, გადავწყვიტე, რომ დამედო ეს საბუთი ყველას დასანახად. აქამდე თავს ვიკავებდი. შეგიძლიათ დატკბეთ და დაწყნარდეთ.”

"აქამდე თავს ვიკავებდი..."