Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანიტა რაჭველიშვილი პრესტიჟულ დაჯილდოებაზე

5 თებერვალი, 2017

ანიტა რაჭველიშვილი პრესტიჟულ დაჯილდოებაზემსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზეა წარდგენილი, რომელიც საოპერო სფეროში მოღვაწე ხელოვანებისთვის ტარდება.

International Opera Awards 2017 – ასე ეწოდება დაჯილდოების ცერემონიალს და დაწესებულ 17 ნომინაციაში საუკეთესოებს 7 მაისს ლონდონის კოლიზეუმში გამოავლენს.

ანიტა რაჭველიშვილი ერთადერთი ქართველია, რომელიც ამ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე მოხვდა. მეცო-სოპრანო წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო საოპერო მომღერალი ქალი. გამარჯვებისთვის ანიტასთან ერთად მსოფლიოში აღიარებული 6 საოპერო მომღერალი იბრძოლებს.