Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ამ ულამაზესი კარების განადგურება უკვე დაუწყიათ”

5 თებერვალი, 2017

"ამ ულამაზესი კარების განადგურება უკვე დაუწყიათ"ისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია განსაკუთრებული გულისტკივილით ეხმაურება იმ ფაქტებს, რომლებიც საზოგადოების დაუდევრობას, უკულტურობასა და ქალაქში არსებული ულამაზესი ნივთების გაუფრთხილებლობას უკავშირდება.

ყველაზე გულსატკენი კი ისაა, რომ ადამიანები თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ საკუთარი ქალაქის მიმართ.

ამჯერად გიორგი კალანდია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ორიგინალური კარის ფოტოს აქვეყნებს, რომლის განადგურებაც დაუდევარმა მოქალაქეებმა უკვე დაიწყეს.

გიორგი კალანდია:

“წინამძღვრიშვილზე ამ ულამაზესი კარების განადგურება უკვე დაუწყიათ – ერთი ფიგურა მოუმტვრევიათ, ახლა მეორეს მიადგნენ.

იქნებ გვექნა რამე, ხომ ხედავთ ბარბაროსებითაა ქალაქი სავსე, ყველგან პოლიციას და კამერას ხომ არ დააყენებ… არადა ცოდოა მოსასპოვად, აშკარად სამუზეუმოა.”

"ამ ულამაზესი კარების განადგურება უკვე დაუწყიათ"

"ამ ულამაზესი კარების განადგურება უკვე დაუწყიათ"