26 თებერვალი, 2017

ნუცა მახვილაძის სახელობის დაფინანსება პარიზში

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მაია ასათიანის გოგონასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

“კიდევ ერთი ამბავი.

ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო, (მაღალი ქულებით) უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას.

ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი, (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ) ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.

ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით, განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში.”