18 იანვარი, 2017

თამარ გვერდწითელი იუბილარია

ანსამბლ “მზიურის” პირველი თაობის წევრი, მომღერალი თამარ გვერდწითელი იუბილარია.

ხელოვანი, რომლის სახელი და გვარი ბავშვობიდანვე მუსიკასთან, სცენასთან და სიმღერის გამორჩეულ შესრულებასთან არის დაკავშირებული, მრგვალ თარიღს აღნიშნავს. მას 55 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღის აღნიშვნა თამარ გვერდწითელმა სამშობლოში გადაწყვიტა – თბილისში ჩამოვიდა და 55 წლის იუბილე ტრადიციულად ოჯახთან ერთად იზეიმა.