Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სუხიშვილები დაავადებული ბავშვებისთვის

17 იანვარი, 2017

სუხიშვილები დაავადებული ბავშვებისთვისწელს ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებლის ილიკო სუხიშვილის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 110 წლის იუბილეს მოცეკვავეები კონცერტებით აღნიშნავენ.

ცეკვას “სუხიშვილები” სასიკეთო საქმეებსაც უთავსებენ.

ანსამბლის ხელძღვანელების ნინო და ილიკო სუხიშვილების გადაწყვეტილებით, ისინი ანსამბლის დამაარსებლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტებიდან თანხის ნაწილს დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სოლიდარობის ფონდში გადარიცხავენ.

ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს მოცეკვავეები დიდ საკონცერტო დარბაზში 27 და 28 იანვარს აღნიშნავენ.