შოპენის უცნობი ფოტო აღმოაჩინეს

პოლონელი კომპოზიტორის და პიანისტის ფრიდერიკ შოპენის ახალი ფოტო პარიზში აღმოაჩინეს. ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტო – დაგეროტიპია, რომელიც ფოტოგრაფიის წინაპრად არის მიჩნეული. დაგორიტიპია 1824 წლიდან არსებობს.

კომპოზიტორის ფოტო შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ალენ კორელმა აღმოაჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ პარიზში მდებარე პოლონური ინსტიტუტის ვებ გვერდზე ვრცელდება. კადრი შვეიცარიაში შოპენის პირად არქივში იპოვნეს.

მკვლევარების მტკიცებით, სულ ახლახანს აღმოჩენილი ფოტო 1847 წელს პარიზში ლუის-ავგუსტ-ბისონის მიერ არის გადაღებული. დაგეროტიპის ორიგინალები კი, სავარაუდოდ, განადგურდა.