4 იანვარი, 2017

სერგი გვარჯალაძე დაქორწინდა

ტელეწამყვანი სერგი გვარჯალაძე ცოტა ხნის წინ ეკრანიდან გაუჩინარდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კრეატიული ბლოკის დირექტორის რანგში განაგრძო მუშაობა.

სერგიმ დაწინაურება პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლადაც გამოიყენა და დაქორწინდა. მისი რჩეული კომუნიკატორის ჯგუფის ახალი პროექტის “C სტუდიის” ერთ-ერთი წამყვანი ანა აბაკელიაა.

სერგი და ანა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა.

ამჟამად წყვილი საზღვარგარეთ ტაილანდში იმყოფება.