6 იანვარი, 2017

საქართველოს სიამაყე – ხატია ბუნიათიშვილი

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს. “უნიჭიერესი, ქარიზმატული, მომხიბვლელი, არტისტული, მომაჯადოებელი, შარმიანი,” – ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქართველი პიანისტის მიმართ უცხოური პრესა იყენებს.

“საქართველოს სიამაყე, ერის სახე, უნიჭიერესი ქართველი, საამაყო გოგო,” – ასე მოიხსენიებენ ხატიას მისი ქართველი გულშემატკივრები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ხატიას კონცერტების ხილვა მხოლოდ ინტერნეტით შეუძლიათ.

ხატია საფრანგეთში ცხოვრობს და კონცერტებს მთელ მსოფლიოში მართავს. ის წამყვან ორკესტრებთან და უმაღლესი დონის დირიჟორებთან უკრავს.

ქართველი პიანისტი მსოფლიოში აღიარებული დირიჟორის ზუბინ მეტას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე მიიწვიეს, სადაც ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა, რომელიც ერთ-ერთ ურთულეს საფორტეპიანო ნაწარმოებად ითვლება.

”არტ ინფო” გთავაზობთ ”Art Vision”-ის გავრცელებულ ჩანაწერს ამ საიუბილეო კონცერტიდან.