4 იანვარი, 2017

საქართველო საუკეთესო ქვეყნად დასახელდა

საბედნიეროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველო საუკეთესო ქვეყნად სახელდება და რჩეულთა ათეულში ხვდება.

ამჯერად საქართველო ერთ-ერთმა უცხოურმა და ყველაზე გავლენიანმა ვებ გვერდმა vogue.com საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალთა ათეულში პირველ ადგილზე დაასახელა. ვებ გვერდის აზრით, სწორედ საქართველო ლიდერობს იმ ათ ქვეყნას შორის, სადაც 2017 წელს აუცილებლად უნდა იმოზაუროთ.

ინტერნეტ გვერდის მტკიცებით, საქართველო, გარდა იმისა, რომ ვაზის სამშობლოა და უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, ზამთრის სეზონზე ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად არის მიჩნეული.

2017 წელს აუცილებლად სამოგზაურო ქვეყნების ათეული ასეთია:
1. საქართველო
2. ომანი
3. მალაიზია
4. მადაგასკარი
5. შრი-ლანკა
6. ტრინიდადი და ტობაგო
7. აიდაჰო
8. იორდანია
9. დანია
10. კოლუმბია