სალომე კორკოტაშვილი საერთაშორისო კონკურსში

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი მუსიკალურ წრეებში სალიოს მეტსახელიც არის ცნობილი.
ხელოვანი საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში იღებს მონაწილეობას.

ამ ეტაპზე სალომემ მსოფლიოში აღიარებული მომღერლის ემი უაინჰაუსის ცნობილი ჰიტის Back to Black თავისებური ვერსია ჩაწერა, ინტერნეტში გაავრცელა და მეგობრებს თხოვნით მიმართა:

“ჩემო მეგობრებო, გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო და YouTube-ს გვერდზე ერთი კომენტარი ყველამ დაწერეთ ინგლისურად!!!

ძალიან მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ გავხდე ამ სუპერ cool კონკურსის გამარჯვებული.”