25 იანვარი, 2017

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია

„გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა.

“პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2 თებერვალს დასრულდება.