რევაზ მიშველაძე ნობელის პრემიაზე

ცნობილი ქართველი მწერალი რევაზ მიშველაძე საქართველოდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე – ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.

მწერლის ახალი რომანი „ციყვი ბორბალში“ ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში ოფიციალურად საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობამ, გამომცემლობებმა „რუსკი კლუბმა“ და „მაცნემ“ წარადგინეს.

როგორც მწერალთა კავშირში განმარტავენ, მათ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების აზრის გამოკითხვის შედეგად მიიღეს.

პირველი ქართველი ნომინანტი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში იყო გრიგოლ რობაქიძე, შემდეგ კი მერაბ კოსტავა, ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და დავით მაღრაძე.