26 იანვარი, 2017

ფრანგი ფოტოგრაფი სვანური სოფლის შველას ითხოვს

ფრანგი ფოტოგრაფი სვანური სოფლის შველას ითხოვს და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სვანეთის ერთ-ერთი სოფლის ადიშის შესახებ საუბრობს და მას კულტურის ნიმუშს უწოდებს.

“რატომ არ უკეთებენ ამ სახლებს რეაბილიტაციას, ჩემთვის აუხსნელი და დაუჯერებელია. შეხედეთ რა სილამაზეა. ეს პეიზაჟი სიზმარივითაა, გამოსაფხიზლებლად ხელზეც კი ვიჩქმიტე.”

ფრანგი ფოტოგრაფის მიმართვას კინორეჟისორი ლევან თუთბერიძე გამოეხმაურა:

“კულტურა და ტურიზმი არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ქვეყნის…

მიხედეთ და ამოიღეთ მუთაქებიდან ეს ფულები… სირცხვილია… სისულელეში იხარჯება თანხები… პროფესიონალებს მოუსმინეთ უცხოსაც და პირველ რიგში საკუთარს, თუ გიყვართ სამშობლო… ქვეყანას მარტო თურქული ორცხობილა და ჩინური სათამაშოები ვერ უშველის…”