8 იანვარი, 2017

ფანი არდანის ფილმი სტალინზე ეკრანებზე გამოდის

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ფანი არდანმა დაასრულა მუშაობა თავის ახალ ფილმზე, რომელიც დიდ ბელადს იოსებ სტალინს ეძღვნება.

“სტალინის დივანი” – ასეთია ფილმის სახელწოდება, სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე თამაშობს.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით სტალინი საქართველოში ჩამოდის დასასვენებლად და სამკურნალოდ, თავის საყვარელთან – ლიდიასთან ერთად.

“სტალინის დივანის” ტრეილერი ინტერნეტში გავრცელდა. ფილმის პრემიერა 11 იანვარს გაიმართება.