ოლეგ ტიმჩენკოს დახმარება ესაჭიროება

ცნობილ მხატვარს და სამხატვრო აკადემიის პროფესორს ოლეგ ტიმჩენკოს დახმარება ესაჭიროება.

მისი მეგობრები და ასევე გალერეები “გამრეკელი”, “ვერნისაჟი”, “იარტი”, “ვანდა”, “ბაია” და ყველა ის მხატვარი და გალერეა, რომელიც შეუერთდება სპეციალურად მხატვრისთვის მოწყობილ ღონისძიებას, ამზადებენ აუქციონს, სადაც ნამუშევრები გაიყიდება.

ოლეგ ტიმჩენკოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სასწრაფოდ სჭირდება გულის ოპერაცია. საჭირო თანხის შესაგროვებლად მისი კოლეგები 24 იანვარს 20.00 საათზე გამრეკელი გალერეაში ნამუშევრებს გაყიდიან და მთლიან თანხას ოლეგ ტიმჩენკოს გადასცემენ.