29 იანვარი, 2017

ნოდიკო ტატიშვილი გაქურდეს

ცნობილი ადამიანები ხშირად ხდებიან ქურდობის მსხვერპლი. გამონაკლისი არც “ჯეოსტარის” გამარჯვებული მომღერალი ნოდიკო ტატიშვილია. ნოდიკო გაქურდეს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა:

“შუაგულ ევროპაში რომ მოგპარავენ პატარა ჩემოდანს თავისი ლეპტოპით, თან ისე, რომ ვერ დაინახავ ვინ, როდის და რანაირად აიღო და წაიღო. რა ჰქვია ახლა ამას?”

ნოდიკო ტატიშვილი გერმანიაში იმყოფება, სადაც მიუნხენში, კარლსრუესა და შტუტგარტში მსმენელისთვის კონცერტებს მართავს.