Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მუზეუმების მეტი ვერაფერი ნახეთ ამ ქვეყანაში დასახური?”

25 იანვარი, 2017

"მუზეუმების მეტი ვერაფერი ნახეთ ამ ქვეყანაში დასახური?"თბილისში, ჩახრუხაძის ქუჩაზე მდებარე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი დაიხურა. მუზეუმის ფანჯრებსა და კარს წითელი ლუქები ადევს.

ინფორმაციას და ფოტოებს გიორგი კოლონკელიძე ავრცელებს:

“რამდენიმე დღეა შევნიშნე კარზე და ფანჯრებზე წითელი სტიკერები – მგონი ლუქი ჰქვია. ვიფიქრე… არც არაფერი მიფიქრია მეორე დღეს, მესამე დღეს და მივხვდი რომ სერიოზული ამბავია.

ბარათაშვილი ჩემი საყვარელი პოეტია და ამ მუზეუმის მიმართაც განსაკუთრებული სინაზე მაქვს. დავინტერესდი და თავად ამ ფაქტის არა, მაგრამ სამუზეუმო სივრცეში ბოლო დროს მომხდარი ამბების შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვე.

თურმე რამდენიმე თვეა, მერიას გადაუწყვეტია სახლ-მუზეუმების გაერთიანება. რამდენად სწორი თუ არასწორია მათი გაერთიანება, ეს სხვა საკითხია. როგორც გითხარით სულ რამდენიმე თვეა არსებობს ეს გაერთიანება და პირველი საჯაროდ ცნობილი ამბავი სწორედ მუზეუმის დახურვაა. იქნებ, თუ ტელევიზიით არა, აქ, ამ სივრცეში მაინც გაგვცეს პასუხი მერიის შესაბამისმა სამსახურმა ან გაერთიანების ხელმძღვანელმა (მისი სახელი და გვარიც გავიგე) ნინი სანადირაძემ.

რა ხდება მუზეუმების მეტი ვერაფერი ნახეთ ამ ქვეყანაში დასახური?”