მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი დავით ხახიძე დააჯილდოვეს.

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ “წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ნომინაციაში “წლის საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის მამაკაცის როლი” პრემია დავით ხახიძეს გადასცა.

მსახიობმა ჯილდო მიიღო შინდის როლის განსახიერებისთვის რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში “აურზაური არაფრის გამო”.