15 იანვარი, 2017

მარინა ჯანაშიამ ურთულესი ოპერაციები გადაიტანა

რუსთაველის თეატრის მსახიობს მარინა ჯანაშიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნა. მას ურთულესი ოპერაციების გადატანა მოუხდა.

ყველასთვის საყვარელმა ქალბატონმა ანიკომ ფილმიდან ”კუკარაჩა” საქართველო დატოვა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად და სამკურნალოდ უცხოეთში გაემგზავრა.

ურთულესმა ოპერაციებმა, რომლებიც მარინა ჯანაშიას ჩაუტარდა, წარმატებით ჩაიარა და მკურნალობის შემდეგ, მსახიობი ისევ საქართველოში დაბრუნდა.

როდის ითამაშებს მონატრებული მაყურებლისთვის მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრის სცენაზე, ჯერჯერობით უცნობია.