14 იანვარი, 2017

ლუკა მანაგაძე: “მომიშორეს!”

“ნიჭიერის” ახალი სეზონის ერთ-ერთი მონაწილე, 17 წლის ლუკა მანაგაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ლუკას მიერ შესარჩევ ტურზე შესრულებულმა პოლ მაკარტნის “My Valentine”-მა დიდი მოწონება დაიმსახურა და ინტერნეტში ნახვების მიხედვით რეკორდული მაჩვენებელიც დააგროვა. “ნიჭიერის” მონაწილე ნახევარფინალებს მიღმა დარჩა და მან ქართული საზოგადოებისთვის სპეციალური ვიდეო ჩაწერა.

ლუკა მანაგაძე:

“ყველას დიდ მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის და გვერდში დგომისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან გაგიხადებოდათ ჩემი ნახევარფინალში ხილვა, მაგრამ, სამწუხაროდ, “რუსთავი 2”-მა ჩემში ნიჭიერი ვერ დაინახა, ან არ დაინახა.

მეუბნებოდნენ და მარწმუნებდნენ, რომ ნახევარფინალში ვიყავი გადასული, მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ აღარ ვიყავი საჭირო და ასე მომიშორეს.

არ ვაპირებდი ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, თუ რა სიცრუის მატარებელია “რუსთავი 2”, როგორ ტკენენ გულს ადამიანებს, მაგრამ მოვა დრო და მე დავუმტკიცებ “რუსთავი 2”-ს და “ნიჭიერის” პროდიუსერებს, რომ მართლაც ნიჭიერი ვარ.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ყველას ასეთი თბილი სიტყვებისთვის, გვერდში დგომისთვის და მინდა გითხრათ, რომ “ნიჭიერით” ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.”