Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლალი ხაბაზაშვილი გარდაიცვალა

22 იანვარი, 2017

ლალი ხაბაზაშვილი გარდაიცვალა“სერენადა”, “აბესალომ და ეთერი”, “დიდედები და შვილიშვილები”, “ალოობა” – ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობი ლალი ხაბაზაშვილი მონაწილეობდა.

ულამაზესი ქალბატონი 65 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან “სერენადა” და ტელეოპერიდან “აბესალომ და ეთერი”, სადაც ეთერის როლი შეასრულა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ქალბატონი ლალი ბალეტსაც ცეკვავდა, თუმცა საყვარელი ადამიანის გამო, კარიერაზე უარი თქვა და ყველაფერი მიატოვა.

როგორც მისმა შვილმა მაკა გეგუჩაძემ (ქალბატონი ლალი მაკას მამის მეორე მეუღლე იყო, მაგრამ მაკა მას დედას ეძახდა) “არტ ინფოს” განუცხადა, ქალბატონი ლალი ზუსტად ისეთი ალალი, სუფთა და კეთილშობილი ადამიანი იყო, როგორი გარეგნობაც ჰქონდა.