Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ვარდოსანიძე ახალი ინიციატივით გამოდის

20 იანვარი, 2017

გიორგი ვარდოსანიძე ახალი ინიციატივით გამოდისმუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ახალი ინიციატივით გამოდის.
შეთავაზებას მეგობრებისა და დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის დეტალურად აღწერს და საზოგადოებისგან მასიურ მხარდაჭერას ითხოვს.

გიორგი ვარდოსანიძე:

“ძალიან ჯანმრთელ და კარგ პროექტს ჩაეყრება საფუძველი. თუ 10.000 დასტურს შევაგროვებთ, თბილისის მერიის დახმარებით ეს შეიძლება რეალური გახდეს.

ამ პროექტის იდეა ემსახურება ლისის ტბის, მზიურის და ვაკის პარკის ტერიტორიების მუსიკით გაფორმებას.

თუ გსურთ, რომ თბილისის ცენტრალურ სკვერებში ფონად უკრავდეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, რომელიც გაგვიხალისებს ვარჯიშს და, უბრალოდ, ჩვენს დასვენებას უფრო სასიამოვნოს გახდის, მაშინ გადადით ამ ლინკზე, შეავსეთ უმარტივესი გრაფა და თქვენი წვლილი შეიტანეთ ამ კარგ საქმეში.”