Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო ისევ მოუგო

25 იანვარი, 2017

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო ისევ მოუგომიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან გაშვებულმა მსახიობმა გია როინიშვილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ქეთი დოლიძეს სასამართლო კიდევ ერთხელ მოუგო.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა:

“როგორც იცით, ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში ქეთი დოლიძის წინააღმდეგ. მოგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო…….

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი სრულიად! მიხარია, რომ სამართლებრივადაც მართალი აღმოვჩნდი!”