30 იანვარი, 2017

გაიცანით – ქართველი ალენ დელონი

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ყველა დროში ნომერ პირველ მსახიობად რჩება. 82 წლის ვარსკვლავის პროფესიოანლიზმს აღტაცებაში მოჰყავს მაყურებელი.

დრამატურგი რეზო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებას ქართველ ალენ დელონს აცნობს:

“რეზიკო გიგინეიშვილი – თანამედროვეობის ერთ-ერთი საინტერესო კინორეჟისორი. მქონდა ბედნიერება თვალყური მედევნებინა გადასაღებ მოედანზე როგორ მუშაობდა და ამიტომაც ვაძლევ ჩემს თავს ამის თქმის უფლებას.

ისიც მიხარია, რომ ამ ფილმთან ერთად დაიბადება ქართველი ალენ დელონი – ირაკლი კვირიკაძე. ღმერთმა ქნას, ჩემი სიტყვები გამართლდეს – დაველოდოთ ფილმის პრემიერას და მის შემდგომ წარმატებებს.”

პ.ს. ირაკლი კვირიკაძე რეზიკო გიგინეიშვილის ახალ ფილმში “მძევლები” გეგა კობახიძის როლს ასრულებს, მისი საყვარელი ადამიანის თინა ფეტვიაშვილის როლზე კი რეჟისორმა თინა დალაქიშვილი მიიწვია.