1 იანვარი, 2017

დაიბედეთ მხიარულება 2017 წელს

დაიბედეთ მხიარულება 2017 წლის პირველივე დღეს.

მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც თავის ძმებთან ნიკოლაძეებთან ერთად სიმღერა “შებერილი” შეასრულა.

კოკა ამჟამად მეუღლესთან ერთად ნორვეგიაში ცხოვრობს და ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქმნის.

2017 წლის დადგომა მან საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ ორიგინალური ვიდეოთი მიულოცა:

“გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ! მაინც 2017-ში მოუწია ამ ვიდეოს ატვირთვა, მაგრამ მერე რა, გილოცავთ, გვიყვარხართ გულით და სულით. წარმატებები 2017-ში.”