ბორჯომში უნიკალური ძეგლი ინგრევა

საქართველო თავისი კულტურით მართლაც უნიკალური ქვეყანაა. ეკლესია-მონასტრები, მღვიმეები, ნაკრძალები, სასახლეები, მუზეუმები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ კულტურული კერების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

“არტ ინფო” ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა, რომ ბორჯომის პარკში მდებარე 1895 წელს აგებული, განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლის – კავალერიის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და 2018 წელს დასრულდებოდა. ბორჯომის პარკის უძველეს არქიტექტურულ შენობაში კი თანამედროვედ ადაპტირებული მუზეუმ-გალერეა გაიხსნებოდა.

თუმცა თაკო როდონაია ამ მართლაც უნიკალურ შენობასთან დაკავშირებით ავრცელებს ფოტოებს და აცხადებს, რომ შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია და არავითარი სარეაბილიტაციო სამუშაეობი დაწყებული არ არის.

თაკო როდონაია:

“ამდენი სიმახინჯის მშენებლობის ფონზე, არაერთი ასეთი უნიკალური შენობა თვალწინ გვენგრევა. სამწუხაროდ, ამგვარი ამბები, ვერასდროს გახდება მთავარი თემა!”