20 იანვარი, 2017

“არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ…”

ჯგუფის “ქუჩის ბიჭები” წევრი ზურა ხაჩიძე თბილისში ლეგენდარული ჯგუფის ბოის თუ მენის კონცერტის ჩატარებას ეხმაურება და შესაბამის უწყებებს იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებას სთხოვს, რომელიც ხარისხიანი და კარგი კონცერტის ჩასატარებლად უმნიშვნელოვანესია.

ზურა ხაჩიძე:

“არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ უნდა დავწერო: ალბათ ბევრი თქვენთაგანი იყავით ბოის თუ მენის კონცერტზე და ბევრმა შეამჩნიეთ, რომ გახმოვანება იყო კატასტროფა და ძალიან გაუჭირდა ჯგუფს და თან ისეთ გამოცდილ ჯგუფს, როგორიც არის ბოიზ 2 მენი, დარბაზის აყვანა და გაოცება!!!

ამის შემდეგ, როცა დაიწყებთ ქართველ მომღერლებზე კრიტიკას, გაითვალისწინეთ, თუ რამდენად რთულია საქართველოში სცენაზე დგომა, თან ჯგუფისთვის!!!

რუბრიკიდან “დააფასე შენი ეროვნული მომღერალი” ერთხელ და სამუდამოდ გაუშვით ვინმე საზღვარგარეთ ხმის რეჟისორი ასწავლეთ, დადგით კონცერტებზე შესაბამისი აპარატურა!!!! მერე მოგვთხოვეთ ბიონსეს ან ქოლდ ფლეის ხარისხი!!!”