Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აკა მორჩილაძის გზავნილი ქართველებს

20 იანვარი, 2017

აკა მორჩილაძის გზავნილი ქართველებს“ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, “სანტა ესპერანსა”, “მოგზაურობა ყარაბაღში”, “ქაღალდის ტყვია”, “მადათოვი”, “მორიდებული ზურმუხტი”, “გადაფრენა მადათოვზე და უკან” – ეს იმ ნაწარმოებების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ავტორიც მწერალი და სცენარისტი აკა მორჩილაძეა.

პოსტმოდერნისტი მწერალი და ისტორიკოსი ქართველებს დამაფიქრებელ გზავნილს უგზავნის, რომელსაც “არტ ინფო” წარმოგიდგენთ:

“წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმინდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ.”