24 იანვარი, 2017

“აბა, რაზე ვილაპარაკოთ!”

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გოჩა დათუსანი თავისი სამშობლოს დიდი გულშემატკივარია. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საოპერო მომღერალი თავის შთაბეჭდილებებს საჯაროდ აქვეყნებს.

გოჩა დათუსანი:

“ჩემი აზრით, ქართული სახელმწიფო არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. მე რაც მახსოვს ჩემი თავი ასეა ეს, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დაშვებული და ხალხის მიერ იგნორირებული სხვადასხვა დიდი შეცდომების და გამო ვთვლი ასე.

ქვეყანაში, სადაც ქვეყნის მცველი თავად დაუცველია, აბა რაზე ვილაპარაკოთ!!!

სახელმწიფო არაა მხოლოდ მონიშნული საზღვრები, სადაც თუ ვინმე არღვევს საზღვარს აკავებენ, თუმც მაგასაც ვერ აკეთებენ საქართველოში. სახელმწიფო არის სახელწიფოებრივი აზროვნება, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის მოცულობას, საქართველოში სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს მოსახლეობის 90 %.

ქვეყანაში, სადაც პიროვნების სახლი მისი კარის ზღურბლთან სრულდება და იწყება, უბრალოდ არაფერი არ გამოვა, ამიტომაც ნუ ელით ნურაფერს ამ ვითომ სახელმწიფოში მცხოვრები ნურც მთავრობებისგან და, მით უმეტეს, ნურც მასისგან…”