24 იანვარი, 2017

ხმა მიეცით ნუკა ყარალაშვილს

“მის საქართველო” ნუკა ყარალაშვილი ჩვენი ქვეყნის სახელით სილამაზის საერთაშორისო კონკურსში “მის სამყარო” მონაწილეობს. კონკურსი წელს ფილიპინებზე ჩატარდება. საუკეთესო 27 იანვარს დასახელდება, მანამდე კი ქართველი ლამაზმანის გულშემატკივრებს საშუალება აქვთ ხმა მისცენ საქართველოს წარმომადგენელს.

წელს ჟიურიმ უნდა აირჩიოს საუკეთესო 12 მონაწილე, მათ დაემატება 1 კონკურსანტი – ხალხის რჩეული.

ინფორმაციას მოდელი მანიკა ასათიანი ავრცელებს და საზოგადოებას ნუკას მხარდაჭერას სთხოვს:

“ვინაიდან, მსგავს კონკურსებში ყოველთვის პოლიტიკის გავლენა და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორი ბევრად წინ დგას, ვიდრე კონკურსანტის გარეგნობა, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი შანსია, რომ ვიაქტიუროთ და გავიყვანოთ ნუკა ჩვენი ძალით.

www.missuniverse.com შედით ამ საიტზე და Georgia-ს მიეცით ხმა. დღეში 10 ხმის მიცემის უფლება გვაქვს.”