28 იანვარი, 2017

“უკიდურეს ზომებს მივმართავთ!”

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საზღვარგარეთ წასული სხვა ქართველი ხელოვანების მსგავსად წარმატებით გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე და აღიარებულ ორკესტრებთან, დირიჟორებთან და მომღერლებთან თანამშრომლობს.

საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ანიტა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და აპროტესტებს ყველაფერს, რაც მის სამშობლოს, მომავალ თაობებს, კულტურას საფრთხეს უქმნის.

საოპერო მომღერალი ამჯერად საქართველოს მთავრობას და კულტურის სამინისტროს მიმართავს და ხელოვანებისთვის შემცირებული დაფინანსების აღდგენას ითხოვს.

ანიტა რაჭველიშვილი:

“კულტურის სამინისტრო აღუდგინეთ სრული დაფინანსება გორის ქალთა კამერულ გუნდს, აფხაზეთის კაპელას, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და სხვა ისტორიულ კოლექტივებს!

წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მივმართავთ! ბევრი რამე არ იცის ჯერ საზოგადიებამ და მალე გაიგებს!!!

გაოგნებული ვარ თქვენი არაპროფესიონალიზმით, საკუთარი ხელოვანების უპატივცემულობით და დაფინანსების საეჭვო ხარჯვებით სახელმწიფოს მხრიდან! იმის ფონზე, რომ ქართველ მუსიკოსებს ისედაც მიზერულ ხელფასებს უმცირებთ და სამაგიეროდ ხარჯავთ 5,5 მილიონი ლარს მხოლოდ ერთი უცხოური ბენდის ჩამოსაყვანად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, დამცირება და შეურაცხყოფა ყველა ქართველი ხელოვანის!”