21 იანვარი, 2017

ნინო თოლორდავა “მაესტროდან” წავიდა

ჟურნალისტი ნინო თოლორდავა 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, ტელეკომპანია “მაესტროდან” წავიდა. როგორც მან განაცხადა ამ ეტაპზე ის არც ერთ ტელევიზიაში მუშაობას არ აპირებს.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტმა თავად გაავრცელა:

“მიყვარს ჩემი მაესტრო, ჩემი კონტაქტი და ჩემი ნიუს რუმი, სადაც ოთხ წელიწადზე მეტი დრო გავატარე…

ამ ეტაპზე აღარ მოგესალმებით, არც მაესტროს ეთერიდან და არც სხვა რომელიმე არხის ეთერიდან. ახალი გამოწვევების დროა!!!! იმედია, ახალი ეტაპი ძველზე, არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდება.”