28 იანვარი, 2017

“თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?”

მაისში ლეგენდარული ჯგუფი ”Aerosmith” საქართველოში ჩამოვა და Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს.

Black Sea Arena-ს დირექტორის განცხადებით, კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თებერვლიდან დაიწყება და მათი ფასი 70-დან 400 ლარამდე იქნება.

ბილეთის ფასებს პროდიუსერი თამაზ ორაშვილი აპროტესტებს და ორგანიზატორებს ფასების დაგდებისკენ მოუწოდებს.

თამაზ ორაშვილი:

“რა ფასთა გრადაციებია? თუ არ იცით მართვა, დაეკითხეთ სხვებს…. თუ აჩეკინებთ ეს ვიპ ზონები და ამხელა ფასები რა უბედურებააა… რას ნიშნავს ფანზონაში 3500 ადგილია და მარტო 100 ბილეთი გაიყიდება…

თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?… თუ საქართველოს მოქალაქეებზე არ თვლით, მაშინ ჩვენი ჯიბიდან რატომ გიხდიან 5 500 000 მილიონს…

სასწრაფოდ ფასები დააგდეთ თქვე ფარჩაკებოო…. ერთი წელია მაგ კონცერტს ველოდებით…..

პ.ს ბატონო დეპუტატებო, გთხოვთ კარგად გაარკვიოთ ეს საკითხი და საქართველოს მოქალაქეებს პატივი სცეს Black Sea Arena-ს დირექციამ… არ გვაქვს მაგხელა შემოსავლები, რომ თავისი გზიან კვებიანად ჩვენი ფულით ჩვენვე ვიყიდოთ ბილეთები…”