3 იანვარი, 2017

დათუნიკა სხირტლაძეს ნანატრი შვილი ეყოლა

მომღერალსა და მოცეკვავეს დათუნიკა სხირტლაძეს ნანატრი შვილი გარდაცვალების შემდეგ ეყოლა.

ხელოვანი რამდენიმე დღის წინ ამბროლაურში გამართული საახალწლო კონცერტის დროს სცენაზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

3 იანვარს დათუნიკა მისმა ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

გიორგი უშიკიშვილი:

“ამდენი მწუხარების შემდეგ, ერთი კარგი ამბავი მოხდა. დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია. ასე ელოდა მთელი ცხოვრება შვილს და ბავშვი მისივე დაკრძალვამდე ცოტახნით ადრე დაიბადა.”