28 იანვარი, 2017

გია ფერაძის ვარსკვლავი რუსთაველის თეატრთან

მსახიობი გია ფერაძე გამორჩეული ფიგურაა ქართულ თეატრსა და კინოში. წარმატებულ და ნიჭიერ ხელოვანს ცხოვრებაში არ გაუმართლა და პირადმა ტრაგედიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ გია ფერაძესთან დაკავშირებით კამათი დღემდე არ წყდება და ბევრისთვის ის საკუთარი მეუღლის მკვლელია, ქართულ საზოგადოებაში კიდევ შემორჩნენ ადამიანები, ვისაც გია ფერაძე თავისი შეცდომებით გულწრფელად უყვართ. იმდენად გულწრფელად, რომ რუსთაველის თეატრის წინ მსახიობის ორიგინალური ვარსკვლავიც გაუხსნეს.

რუსთაველს თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი გია ფერაძის ვარსკვლავის ფოტოს ავრცელებს:

“შემოვიარე ჩვენს თეატრში, რუსთაველის თეატრს ვგულისხმობ, წინ ეს წარწერა დამხვდა. რეაქცია მქონდა საშინელი, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ, რამდენიმე წამში დავფიქრდი და…

რატომაც არა… რაღაცნაირად მომეწონა ეს საქციელი, ენით აუხსნელი განცდა დამეუფლა. რა ბედნიერებაა როცა ასე უყვარხარ შენს მაყურებლს, როცა ასეთი გულშემატკივარი გყავს. გია ფერაძე ხომ ნამდვილად იმსახურებს ამ სიყვარულს!…ხოდა რატომაც არა!… ღმერთმა გაანათლოს მისი სული.”