25 იანვარი, 2017

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო ისევ მოუგო

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან გაშვებულმა მსახიობმა გია როინიშვილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ქეთი დოლიძეს სასამართლო კიდევ ერთხელ მოუგო.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა:

“როგორც იცით, ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში ქეთი დოლიძის წინააღმდეგ. მოგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო…….

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი სრულიად! მიხარია, რომ სამართლებრივადაც მართალი აღმოვჩნდი!”