მაისში ლეგენდარული ჯგუფი აეროსმიტი საქართველოს ეწვევა და ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს. ჯგუფის კონცერტისთვის 5.500.000 ლარი გამოიყო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
აეროსმიტის კონცერტის გაუქმებას ითხოვს ახალგაზრდა საოპერო მომღერალი მიშა ქირია:
“გააუქმეთ აეროსმიტის კონცერტი და ის ფული მოახმარეთ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრისგან დაზრალებულებულ ჩვენს მოსახლეობას.
აღარ გვინდა 5 მილიონის გადაყრა ტაშ-ფანდურში, როცა ასეთი ტრაგედია დაატყდა ხალხს თავს! დიახ ტრაგედია, იმიტომ რომ დარჩნენ ლუკმა პურის გარეშე, ბანკების პირისპირ! ხანძარს შეეშვით, თავისით ჩაქრება.”